რუსეთის პრემიერ-მინისტრმა და პრეზიდენტობის კანდიდატმა ვლადიმერ პუტინმა არჩევნების შედეგების შეჯამების გარეშე განაცხადა,
რომ სამართლიანად გაიმარჯვა არჩევნებში.
"ჩვენ გავიმარჯვეთ ღია და სამართლიან ბრძოლაში" - განუცხადა საკუთარ მომხრეებს ვლადიმერ პუტინმა მანეჟის მოედანზე.
"ჩვენ ვაჩვენეთ, რომ ჩვენი ხალხს ნამდვილად ძალუძს ადვილად განასხვავოს განახლების სურვილი პოლიტიკური პროვიკაციეებისგან, რომელიც მხოლოდ ერთ მიზანს ისახავს - დაანგრიოს რუსეთის სახელმწიფოებრიობა და მოახდინოს ხელისუფლების უზურპირება", - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
არასამთავრობო სექტორი და დამკვირებლები ათასობით დარღვევის ფაქტებზე საუბრობენ.

















