რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატი, პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი არჩევნებში ლიდერობს.
სწორედ მან მიიღო ხმების 63.82%. რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გუშინ გამართულ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების 99% უკვე დაამუშავა.
მეორე ადგილზე რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტიის ლიდერი გენადი ზიუგანოვია, რომელსაც ამომრჩევლების 17,18%-მა მისცა ხმა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, მესამე ადგილზე 7,7% -ით დამოუკიდებელი კანდიდატი მიხეილ პროხოროვია. მას 6,23%-ით ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ვლდიმერ ჟირინოვსკი მოჰყვება. ხოლო, საპრეზიდენტო არჩევნებში ყველაზე ნაკლები ხმა "სპრავედლივაია რასიას" კანდიდატმა, სერგეი მირონოვმა მიიღო - 3,82%.
ვლადიმერ პუტინი საპრეზიდენტო არჩევნებს რუსეთში უკვე მესამედ იგებს. ის რუსეთის ფდერაციის პრეზიდენტი 2000 და 2004 წლის არჩევნების შედეგად გახდა. 2008 წელს რუსეთის პირველი პირი მისი ფავორიტი დიმიტრი, მედვედევი გახდა.

















