რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები ციმბირსა და ურალში დასრულდა.
რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, არჩევნებში ციმბირის ფედერალური ოლქის პოტენციურ ამომრჩეველთა 57%-მა მიიღო მონაწილეობა.
რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები სრულად მოსკოვის დროით 21:00 საათზე დასრულდება, რის შემდეგაც ეგზიტპოლების მონაცემები გამოქვეყნდება.

















