რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე რეგისტრირებული ამომრჩევლების თითქმის ნახევარი უკვე მივიდა.
ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "რია ნოვოსტი" რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, მოსკოვის დროით 15:00 საათზე არჩევანი მთელი ქვეყნის მასშტაბით ამომრჩეველთა 47,6 %-მა გააკეთა.
რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები მოსკოვის დროით 21:00 საათზე დასრულდება, რის შემდეგაც ეგზიტპოლების მონაცემები გამოქვეყნდება.

















