რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე დღეს უკვე მეორე მოქალაქე გარდაიცვალა.
სამართალდამცავთა ინფორმაციით, შემთხვევა ვოლგოგრადში, ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე მოხდა. უბანზე მისული 72 წლის ქალბატონი გულის ინფარქტით, სასწრაფო დახმარების მისვლამდე გარდაიცვალა.
პირველი უბედური შემთხვევა დღის პირველ ნახევარში დაფიქსირდა , როდესაც ზელენოგრადის საარჩევნო უბანზე მამაკაცი გარდაიცვალა.

















