რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატის, ვლადიმერ პუტინის მხარდამჭერი აქცია დღეს საღამოს მოსკოვის ცენტრში გაიმართება .
როგორც "იტარ-ტასი" იუწყება, მიტინგი მოსკოვის ყველა პროსპექტზეა დაგეგმილი.
მოსკოვის მერის განცხადებით, ქალაქი სრულ მობილიზაციაშია, გამკაცრებულია ნორმებიც. მოსკოვის ცენტრში აკრძალულია სპირტიანი სასმელების რეალიზაცია. უკვე გადაკეტილია მანეჟის მოედანიც.
მიტინგი საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ დაიწყება.

















