ტელეწამყვანი თინა კანდელაკი მოსკოვის შიდა საქმეების მთავარი სამმართველოს უფროსის, ვლადიმერ კოლოკოლცევის მუშაობით უკმაყოფილოა.
მისი თქმით, რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნების მიმდინარეობის დროს ე.წ. "კარუსელის" ორგნიზატორების აღმოჩენისას სამართალდამცავებმა დროული რეაგირება არ მოახდინეს. ამის შესახებ "ინტერფაქსი" იტყობინება.
თინა კანდელაკის ინფორმაციით, 4 მრტის დილას მას ერთ-ერთი საარჩევნო უბანიდან იქ მომხდარი დარღვევის შესახებ შეატყობინეს. ტელეწამყვანის თხოვნით, აღნიშნულ საარჩევნო უბანზე დამკვირვებლების ჯგუფი გაიგზავნა. დამკვირვებლების ჯგუფმა ადგილზე მამაკაცი აღმოაჩინა, რომელიც ე.წ. "კარუსელის" მოწყობს უწევდა ორგანიზებას.
თინა კანდელაკის ცნობით, დამკვირვებლებმა პოლიცია გამოიძახეს. სამართალდამცავები ადგილზე 40 წუთის დაგვიანებით მივიდნენ, რის გამოც "კარუსელის" ორგანიზატორმა მიმალვა მოახერხა.
ამის შესახებ თინა კანდელკმა ვლადიმერ კოლოკოლცევს შეატყობინა. ამ ეტაპზე, არკვევენ მიზეზს, თუ რატომ ვერ მოახერხდა კანონდამრღვევის დროულად დაკავება.
რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნების მსვლელობისას დარღვევები ამ დროისთვის არაერთ უბანზე გამოვლინდა.

















