ვლადიმერ პუტინის პრეს სამსახურის უფროსმა დიმიტრი პესკოვმა დაკავებული აქტივისები "სულელებად" მოიხსენია.
პესკოვი დღევანდელ ინციდენტთან დაკავშირებით გაკვირვებას ვერ მალავს.
"ხალხი, რომელიც აბსურდული მიზეზებით არეულობის გამოწვევას ცდილობს, "სულელები" არიან, სხვა ახსნა უბრალოდ არ მოიპოვება", - განაცხადა მან.
მოსკოვში, ლენინის პროსპექტზე არსებულ საარჩევნო უბანზე ინციდენტი მოხდა.
ინციდენტი სწორედ იმ დროს დაფიქსირდა, როცა არჩევანს პრეზიდენტობის კანდიდატი, რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი აკეთებდა. რამენიმე გოგონა წელს ზემოთ გაშიშვლდა და მოხატული სხეული გამოაჩინა, წარწერებით ისინი პუტინს უწმაწური სიტყვებით მოიხსენიებდნენ.

















