რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე ერთ-ერთი დამკვირვებელი ცნობილი ტელეწამყვანი ქსენია სობჩაკია.
ამის თაობაზე ამომრჩეველთა ლიგა იუწყება. მათი ინფორმაციით, სობჩაკი დამკვირვებელთა სიაშია.
რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებს 56 ქვეყნიდან 685-მდე საერთაშორისო დამკვირვებელი აკვირდება. მათ შორის, საპრეზიდენტო არჩევნებისთვის რუსეთში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის, ეუთოს და დსთ-ს დელეგაციები ჩავიდნენ.

















