ტუნისში აშშ-ს საელჩოსთან პოლიციასა და მეამბოხეებს შორის შეტაკების შედეგად ბოლო მონაცემებით, ორი ადამიანი გარდაიცვალა.
BBC-ის ინფორმაციით, მეამბოხეებმა მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულ სკოლას ცეცხლი წაუკიდეს.
ავღანეთში კი, თავდასხმა ნატო-ს შტაბბინაზე მოხდა, რომლის შედეგად ორი საზღვაო ქვეითი დაიღუპა.
ლიბიიდან დაწყებული პროტესტი 11 ქვეყანაზე გავრცელდა. ისლამური სამყაროს პროტესტი მოციქულ მუჰამედზე გადაღებულმა ფილმმა გამოიწვია, რომელიც youtube.com-განთავსდა. მეამბოხეების განცხადებით, ფილმი მოციქულ მუჰამედს შეურაცხყოფს. ლიბიაში აშშ-ს საკონსულოზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად აშშ-ს ელჩი და საელჩოს 4 თანამშრომელი დაიღუპა.

















