რუსეთის ფედერაციაში მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნებში პრეზიდენტობის კანდიდატი კომუნისტური პარტიიდან, გენადი ზიუგანოვი დარღვევებზე საუბრობს.
მისი თქმით, მოსკოვში რამდენიმე საარჩევნო უბანზე ე.წ "კარუსელი" მოეწყო, ხოლო ხაბაროვსკში მოქალაქეების ჯგუფის წევრები დააკავეს. ისინი საარჩევნო ყუთებში გაყალბებულ ბიულეტინებს ყრიდნენ.
ზიუგანოვმა საკუთარი არჩევანი, პრეზიდენტობის სხვადასხვა კანდიდატების მსგავსად, უკვე გააკეთა.
გენადი ზიუგანოვი არჩევნებზე, წინასწარი გამოკითხვების შედეგად, რუსეთის პრემიერ-მინისტრის ვლადიმერ პუტინის მთავარ კონკურენტად სახელდება.

















