ბერლინში ამერიკის საკონსულოს მიერ საეჭვო საფოსტო გზავნილის მიღების თაობაზე განცხადების შემდეგ, დიპლომატიური მისიის თანამშრომლების
ნაწილის ევაკუაცია განხორციელდა, იუწყება „ბი-ბი-სი“.
როგორც გერმანიაში აშშ-ს საელჩოში განაცხადეს, კონვერტს უცნაური სუნი ჰქონდა.
გერმანული მედია მეხანძრეებზე დაყრდნობით იუწყება, რომ საკონსულოს სამ თანამშრომელს უეცრად სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემები გაუჩნდა.
საკონსულოში ექსტრემალური სამსახურების დაახლოებით 50 თანამშრომელია მობილიზებული.
ინტერნეტში ანტიისლამისტური ფილმის გამოჩენის შემდეგ, შეიარაღებული პირები ბენღაზიში აშშ-ს საკონსულოს სამშაბათს დაესხნენ თავს. შენობა დაიწვა. თავდასხმისას დაიღუპა ოთხი დიპლომატი, მათ შორის აშშ-ს ელჩი ლიბიაში კრისტოფერ სტივენსი. ასევე, დაიღუპა სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომელი შონ სმიტი.

















