მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინმა რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმა უკვე მისცა.
"რია ნოვოსტის" ინფორმაციით, საპრეზიდენტო არჩევნების დღეს რუსეთის დედაქალაქში 3.3 ათასი საარჩევნო უბანია გახსნილი. სულ მთელი ქვეყნის მასშტაბით, 100 ათასამდე საარჩევნო უბანი ფუნქციონირებს.
რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები მოსკოვის დროით 9:00 საათზე დაიწყო. ეგზიტპოლების პირველი მონაცემები მოსკოვის დროით 21:00 საათზე გახდება ცნობილი.

















