რუსეთის ოპოზიციის წარმომადგენელის გარი კასპროვის თქმით, რუსეთის პრზიდენტობის კანდიდატი ვლადიმერ პუტინი მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 50%-ს ვერ მიიღებს.
"რა თქმა უნდა, ვლადიმერ პუტინი პირველ ტურში სხვა კანდიდატებზე მეტ ხმას დააგროვებს, მაგრამ რეალურად, 50%-ზე საუბარიც კი ზედმეტია. ხმებს ჩუროვი დაითვლის და სავარაუდოდ, დღეს საღამოსვე შესაბამისი განცხადება გაკეთდება. ჩვენ გვაინტერესებს, ხმების პარალელური დათვლის რეჟიმში როგორ ციფრებს მივიღებთ", აღნიშნა კასპაროვმა.
მისი თქმით, უკვე არსებობს ინფორმაცია არჩევნებზე დამოუკიდებელ დამკვირვებელთა დაკავების შესახებ.
"თუ ციფრები ძალთა თანაფარდობის შესახებ ჩვენს წარმოდგენას ასახავს, ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ხვალ პროტესტს გამოთქვამს იმ გაყალბებულ მაჩვენებლებზე, რასაც ჩუროვი გამოაცხადებს", - განაცხადა კასპაროვმა.

















