რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მოქალაქეების აქტიურობამ 12%-ს უკვე გადააჭარბა.
ამის შესახებ "ინტერფაქსი" იუწყება.
რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლის, ლეონიდ ივლევის ცნობით, მოსკოვის დროით 10:00 საათისთვის რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 12,2% საარჩევნო უბნებზე უკვე მივიდა და საკუთარი არჩევანი გააკეთა.
მისივე ინფორმაციით, 200 წლის 2 მარტის საპრეზიდენტო არჩევნებში , ამავე დროისთვის მონაწილეობა ამომრჩეველთა 8,9 % ჰქონდა მიღებული.
რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები მოსკოვის დროით 9:00 საათზე დაიწყო. ეგზიტპოლების პირველი მონაცემები მოსკოვის დროით 21:00 საათზე გახდება ცნობილი, მას შემდეგ, რაც კალინინგრადის ოლქში საარჩევნო უბნები დაიხურება.

















