ბოევიკების ჯგუფის აღმოჩენის გამო, ჩრდილოეთ ოსეთის საზღვარზე კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმია შემოღებული.
ამის შესახებ ინფორმაციას „РИА Новости“ რესპუბლიკის სამართალდამცავ სტრუქტურებში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ოპერატიულ შტაბში შემოვიდა ინფორმაცია ჩრდილოეთ ოსეთისა და ინგუშეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე, სოფელ კომგარონთან, ტერორისტულ საქმიანობასთან კავშირში მყოფი ბანდფორმირებების ჯგუფის აღმოჩენის შესახებ“ - განუცხადა წყარომ სააგენტოს და დასძინა, რომ ვითარება კონტროლს ექვემდებარება.

















