რუსეთში, ზელენოგრადის საარჩევნო უბანზე მამაკაცი გარდაიცვალა.
ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება.
მამაკაცმა საარჩევნო უბანზე თავი შეუძლოდ იგრძნო და სასწრაფო დახმარების მისვლამდე გარდაიცვალა.
ინფორმაციას ამის თაობაზე რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროც ადასტურებს.
"025-ის სამსახურში 07:50 საათზე შევიდა შეტყობინება, რომ საარჩევნო უბანზე, რომელიც ზელენოგრადში მდებარეობს, მამაკაცი შეუძლოდ იყო. პოლიციელებმა სასწრაფო დახმარება გამოიძახეს, მაგრამ ექიმების მისვლამდე გარდაიცვალა", - ნათქვამია შსს განცხადებაში.
ექიმების თქმით, გარდაცვალების მიზეზი გულის მწვავე უკმარისობა გახდა.

















