მოსკოვში სამართალდამცავებმა მანეჟის მოედანი ვიზიტორებისთვის დაკეტეს.
ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინტერფაქსი" იტყობინება.
სააგენტოს კორესპონდენტის ცნობით, მოედანზე პრეზიდენტობის კანდიდატის, ვლადიმერ პუტინის მხარდამჭერი აქციისთვის სცენას ამონტაჟებენ.
მოედანი პოლიციის თანამშრომლებითაა, მოედნის მხრიდან მეტროს შესასვლელებიც ჩაკეტილია. ასევე, არ მუშაობს სავაჭრო ცენტრი "ოხოტნი რიადი". სცენა რევოლუციის მოედნის ახლოს, კარლ მარკსის ძეგლთანაც მონტაჟდება.
მიტინგი ლოზუნგით "არჩევნები ჩატარებულია" მოძრაობა "ნაშის" მიერაა ორგანიზებული. მიტინგის დაწყება მანეჟის მოედანზე მოსკოვის დროით 21:30 საათზეა დაგეგმილი, მას შემდეგ რაც მოსკოვში საარჩევნო უბნები დაიხურება. სავარაუდოდ, მიტინგში მონაწილეობას 10 ათასი მოქალაქე მიიღებს.
რაც შეეხება რევოლუციის მოედანზე დაგეგმილ მიტინგს, მას სავარაუდოდ, 1000-მდე მოქალაქე დაესწრება. მიტინგი "ედინაია რასიას" ახალგაზრდული ორგანიზაციის მიერაა ორგანიზებული.
რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები მოსკოვის დროით 9:00 საათზე დაიწყო. ეგზიტპოლბის პირველი მონაცემები მოსკოვის დროით 21:00 საათზე გახდება ცნობილი, მას შემდეგ, რაც კალინინგრადის ოლქში საარჩევნო უბნები დაიხურებაა.

















