რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები სამხრეთ ოსეთშიც ჩატარდება
რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები სამხრეთ ოსეთიის დე-ფაქტო რესპუბლიკაშიც ჩატარდება.
ამის შესახებ "სამხრეთ ოსეთში რუსეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა" ელბრუს კარგიევმა განაცხადა.
მისივე თქმით, სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის 90% რუსეთის მოქალაქეა.
კარგიევის ინფორმაციით, დეკემბერში ჩატარებულ რუსეთის საპარლამენტო არჩევნებში რუსეთის 13 ათასამდე მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა და სავარაუდოდ, ამავე რაოდენობის ამომრჩეველი დააფიქსირებს საკუთარ პოზიციას საპრეზიდენტო არჩევნებზეც.
რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში 12 საარჩევნო უბანი მუშაობს.

















