რუსეთში დღეს საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება.
პრეზიდენტის პოსტისთვის 5 კანდიდატი იბრძვის - რუსეთის პრემიერ- მინისტრი ვლადიმერ პუტინი, ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე ვლადიმერ ჟირონოვსკი, კომუნისტური პარტიის თავმჯდომარე გენადი ზიუგანოვი, პარტია "სპრავედლივაია როსიას" კანდიდატი სერგეი მირონოვი და ბიზნესმენი მიხაილ პროხოროვი.
პრეზიდენტს დღევანდელ არჩევნებზე 6 წლის ვადით აირჩევენ.
არჩევნების წინასწარი შედეგები ხვალ დილით გახდება ცნობილი. ოფიციალური შედეგი კი - 10 დღეში გამოქვეყნდება.

















