არჩევნებში მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილება პუტინმა პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევთან შეთანხმებით, გასული წლის ბოლოს მიიღო.
ამის შესახებ პუტინმა დასავლური გამოცემების რედაქტორებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
პრემიერის განმარტებით, გასული წლის მიწურულს ნათელი გახდა, რომ მისი საზოგადოებრივი რეიტინგი გაცილებით უფრო მაღალი იყო ვიდრე მოქმედი პრეზიდენტის და გადაწყვეტილებაც სწორედ აქედან გამომდინარე იქნა მიღებული.
რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატი ვლადიმერ პუტინი არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში პრემიერის სავარძელს დიმიტრი მედვედევს შესთავაზებს.

















