მოსკოვში საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დასაცავად 5 მარტს დამატებით 6 ათასზე მეტ პოლიციელს ჩაიყვანენ.
რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციის თანამშრომლების მობილიზება ქვეყნის ცენტრალური რეგიონებიდან მოხდება.
ცენტრალური ფედერალური ოლქის უახლოესი რეგიონებიდან დედაქალაქში პოლიციის 6,3 ათასი თანამშრომელი ჩავა, რომლებიც აქციების დროს საზოგადოებრივ წესრიგს უზრუნველყოფენ.
რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე დღეს, 5 მარტს, მოსკოვში რუსული ოპოზიციის საპროტესტო აქცია გაიმართება.

















