4 მარტს რუსეთში დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებს 100 ათასამდე ონლაინ დამკვირვებელი ეყოლება.
ეს განცხადება "რია ნოვოსტისთვის " მიცემულ ინტერვიუში სადამკვირვებლო კომისიის თავმჯდომარემ - ვალენტინ გორბუნოვმა.
მისი თქმით, ნებისმიერ მსურველს ექნება შესაძლებლობა თვალყური ადევნოს არჩევნების პროცესის მიმდინარეობას.
იმისთვის რომ დაკვირვება შეძლოს, დაინტერესებულმა პირმა ონლაინ რეჟიმში სპეციალური რეგისტრაცია უნდა გაიაროს.
სადამკვირვებლო კომისიის თავმჯდომარე იმედს გამოთქვამს, რომ ინიციატივა დადებით შედეგს მოიტანს.

















