საქართველოში მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეებს, რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება სომხეთში შეეძლებათ.
ამის შესახებ სომხეთში რუსეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ვიაჩესლავ კოვალენკომ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოში მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეებს სომხეთის მიმართულებით გადასაადგილებლად სპეციალურად გამოყოფილი სატრანსპორტო საშუალებები მოემსახურება, რაც მათ შანსს მისცემს საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი აზრი დააფიქსირონ.
შეგახსენებთ, რომ რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 4 მარტს გაიმართება.

















