ნორვეგიის პროკურატურა რობერტ ბრეივიკის საქმის ახალ დეტალებს ახმაურებს.
ორმაგ ტერაქტში ბრალდებული და ამჟამად პატიმრობაში მყოფი ბრეივიკი შესაძლებელია ციხის ნაცვლად ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანონ.
,,ფრანს პესის" ცნობით, მის საქმეს ფსიქიატრთა და ფსიქოლოგთა ჯგუფი განიხილავს, რის შემდგომაც ბრალდებულის საბოლოო განაჩენი გახდება ცნობილი.
შეგახსენებთ, რომ ბრეივიკის მიერ მოწყობილ ტერაქტს ოსლოში 77 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის საქართველოს ერთი მოქალაქე - თამთა ლიპარტელიანი იყო.

















