ირანის აღმოსავლეთ ნაწილში, პროვინცია სამხრეთ ხორასანში დღეს გამთენიისას 5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.
აშშ-ს გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისქვეშა ბიძგები დასახლებულ პუნქტ კაიენიდან 78 კილომეტრის დაშორებით, 25,5 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.
ინფორმაცია ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ჯერ არ ვრცელდება.

















