სომხეთი უნგრეთთან დიპლომატიურ ურთიერთობას წყვეტს.
ამის შესახებ გადაწყვეტილება გვიან ღამით, ქვეყნის უშიშროების საბჭომ საგანგებო სხდომაზე მიიღო.
ოფიციალური ერევნის აღშფოთების მიზეზი ბუდაპეშტის მიერ ბაქოში აზერბაიჯანელი ოფიცრის რამილ საფაროვის ექსტრადიცია გახდა, რომელმაც 2004 წელს უნგრეთის დედაქალაქში სომეხი სამხედრო მოსამსახურე გურგენ მარგარიანი ნაჯახით მოკლა.
სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ექსტრადირებული საფაროვი შეიწყალა, რასაც ერევნის მწვავე რეაქცია მოჰყვა.
სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგისიანმა ბუდაპეშტი ბაქოსთან გარიგებაში დაადანაშაულა.
ოფიციალური ბაქოს გადაწყვეტილებას ვაშინგტონიც აკრიტიკებს. ამერიკის შეერთებული შტატების უშიშროების ეროვნული საბჭოს ხელმძღვანელის ტონი ვიტორის განცხადებით, მომხდარის გამო რეგიონში ვითარება შესაძლოა უკიდურესად დაიძაბოს.

















