წყნარ ოკეანეში წარმოქმნილი ცუნამი, რომელიც ფილიპინების სანაპიროსთან 7,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრამ გამოიწვია, არქიპელაგსა და მეზობელ ინდონეზიაში გამაფრთხილებელი განცხადების გაკეთების მიზეზი გახდა.
ფილიპინების კუნძულ სამარის ხელისუფლებამ მსხვერპლის თავიდან ასაცილებლად მოქალაქეებს ამაღლებულ ადგილებზე გადასვლისკენ მოუწოდა.
აშშ-ს გეოლოგიური სამსახურის მონაცემებით, მიწისძვრის ეპიცენტრი სამარის პროვინციის კუნძულ სულანგანის აღმოსავლეთით 139 კმ-ში იყო.

















