უკრაინის პრემიერ-მინისტრი, ალექსი გონჩარუკი დაკავებულ თანამდებობას ტოვებს.
გადაგომის შესახებ გონჩარუკმა სოცილურ ქსელ Facebook-ზე დაწერა.
გონჩარუკი სოციალურ ქელში წერს, რომ უკრაინის პრეზიდენტმა უპრეცენდენტო ნდობა მიიღო ხალხისგან, ამიტომ მას აქვს უფლება გუნდის თითოეული წევრის მუშაობის ეფექტურობა შეაფასოს.
„თანამდებობაზე იმისთვის მოვედი, რომ პრეზიდენტის პროგრამა შემესრულებინა. ის ჩემთვის გახსნილობის და წესიერების მაგალითია. თუმცა იმისთვის, რომ ჩვენი მხრიდან მისდამი პატივისცემასა და ნდობასთან დაკავშირებით ეჭვები გავაქარწყლო, გადადგომის შესახებ განცხადება დავწერე და პარლამენტში ამ საკითხის დასმა ვთხოვე.
უკრაინელმა ხალხმა პრეზიდენტს უპრეცედენტო ნდობა გამოუცხადა. მას აქვს სრული უფლება, შეაფასოს თავისი გუნდის თითოეული წევრის მუშაობის ეფექტურობა“, - წერს გონჩარუკი.

















