logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
სიძულვილის ენის გაღვივებისთვის ბრიტანეთის მარეგულირებელმა კომისიამ ორ მაუწყებელს ლიცენზია გაუუქმა
სიძულვილის ენის გაღვივებისთვის ბრიტანეთის მარეგულირებელმა კომისიამ ორ მაუწყებელს ლიცენზია გაუუქმა
15:50 28.12.2019
დიდი ბრიტანეთის მარეგულირებელმა კომისიამ საზოგადოების, მავნე ზეგავლენისგან დაცვის მიზნით ორ მაუწყებელს, სიძულვილის ენის გაღვივებისა და წახალისებისთვის მაუწყებლობის ლიცენზია გაუუქმა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად Ofcom-ი ავრცელებს, ბრიტანეთის მარეგულირებელი კომისიის კონტენტის სტანდარტის დირექტორი ტონი ქლოუზი ვრცლად მიმოიხილავს რა პრობლემატური საკითხები დაგროვდა ბოლო 10 წლის განმავლობაში Ofcom-ში ტელევიზიების მიმართ.

„თუ აღმოვაჩენთ, რომ მაუწყებელი არღვევს ჩვენს წესებს, ჩვენ შეგვიძლია, დავეხმაროთ მათ დარღვევის აღმოფხვრაში, ან მოვითხოვოთ დარღვევის გამოსწორება. ასევე შეგვიძლია ჯარიმების დაკისრება. როდესაც მაუწყებლის მხრიდან დარღვევა უკიდურესად სერიოზულია ჩვენ გვაქვს უფლებამოსილება, სამაუწყებლო არხს ლიცენზია ჩამოვართვათ. მაგალითად, ბოლო წლებში Ofcom-მა გააუქმა ორი სამაუწყებლო ლიცენზია, ვინაიდან ორივე შემთხვევაში ადგილი ჰქონდა მაუწყებლის მხრიდან სიძულვილის ენის გაღვივებას“,- ამბობს ბრიტანეთის მარეგულირებელი კომისიის კონტენტის სტანდარტი დირექტორი ტონი ქლოუზი.

მისივე განცხადებით, Ofcom-ი საკითხების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში უპირატესობას საზოგადოების, განსაკუთრებით კი ბავშვების მავნე ზეგავლენისგან დაცვას ანიჭებენ.

„სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ყველამ ზუსტად იცოდეს, რა ისმის რადიო და სატელევიზიო პროგრამებიდან. ჩვენ კვლავ მოვისმენთ და რეაგირებას მოვახდენთ თითოეულ საჩივარზე, რათა დავიცვათ დიდი ბრიტანეთის აუდიტორია მავნე ზეგავლენისგან“,- აცხადებენ Ofcom-ში.

ტონი ქლოუზის განცხადებით, მიუხედავად ინტერნეტის წარმოუდგენელი ზრდისა, დიდი ბრიტანეთის მოსახლების ათიდან ცხრა ზრდასრული ადამიანი მაინც ტელევიზიას ანიჭებს უპირატესობას. შესაბამისად მაყურებელის და მსმენელის მავნე ზეგავლენისგან დაცვის მიზნით Ofcom-ის გამოწვევაა მაუწყებლებს მაღალი სტანდარტი დაუწესონ.

„Ofcom-ის მოვალეობა სწორედ ეს არის - მოისმინოს შეხედულებები და შეფასებები, შემდეგ კი დაიცვას საზოგადოება მავნე და შეურაცხმყოფელი კონტენტისაგან. მიმდინარე წელს ჩვენ განვიხილეთ ტელე და რადიო მაყურებლების/მსმენელების 28000 საჩივარი და გადაცემების დაახლოებით 7000 საათი. წამოვიწყეთ 121 კვლევა და აღმოვაჩინეთ, რომ 55 შემთხვევაში დარღვეული იყო მაუწყებლობის წესები. საზოგადოებისთვის ყველაფერი რომ ნათელი იყოს, ყოველ წელს, ჩვენ განვმარტავთ რომელი პროგრამების მიმართ მივიღეთ ყველაზე მეტი საჩივარი.

იმისათვის, რომ უფრო მეტი ვიცოდეთ აუდიტორიის გრძნობებისა და დამოკიდებულების შესახებ, ჩვენ ადამიანების სხვადასხვა ჯგუფების რეგულარულ გამოკითხვას ვაწარმოებთ გაერთიანებული სამეფოს მთელ ტერიტორიაზე იმის თაობაზე, თუ რა დამოკიდებულება და მოლოდინი აქვთ მათ ტელევიზიისა და რადიოს მიმართ. ჩვენ ვიხილავთ მაყურებლებისა და მსმენელების თითოეულ საჩივარს. აღნიშნული საჩივრები მნიშვნელოვანია, რადგან ისინი გვეხმარებიან, უკეთ გავიგოთ აუდიტორიის პრობლემები“,- აცხადებს Ofcom_ის კონტენტის სტანდარტის დირექტორი.

მისივე განცხადებით, თუ რომელიმე სატელევიზიო პროგრამა დიდი ბრიტანეთის მარეგულირებელი კომისიის წესებს არღვევს, კომისია არ ელოდება მაყურებლის საჩივარს, ვინაიდან დარღვევის შემთხვევაში რეაგირებისთვის საჩივარი არ სჭირდებათ.

ვრცელ სტატიაში დიდი ბრიტანეთის კონტენტის სტანდარტი დირექტორი საჩივრებისა და დავების განხილვის დროს კომისიის მიდგომებსა და პრიორიტეტებზეც ამახვილებს ყურადღებას, Ofcom-ისთვის პრიორიტეტი სწორედ მაყურებელია.

„როდესაც საკითხებს განვიხილავთ, მთელ რიგ ფაქტორებს ვითვალისწინებთ. ვფიქრობთ სტანდარტებზე და იმაზე, რა მოლოდინი შეიძლება ჰქონდეთ მაყურებლებს კონკრეტული გადაცემისგან. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ვითვალისწინებთ მაუწყებლების გამოხატვის თავისუფლებას და აუდიტორიის უფლებას, მიიღოს ინფორმაციის ფართო სპექტრი ყოველგვარი ჩარევისა და ცენზურის გარეშე. გადაწყვეტილების მიღებისას ეს ფაქტორებია უმნიშვნელოვანესი. როდესაც მაუწყებლის მხრიდან დარღვევა უკიდურესად სერიოზულია ჩვენ გვაქვს უფლებამოსილება, სამაუწყებლო არხს ლიცენზია ჩამოვართვათ. მაგალითად, ბოლო წლებში Ofcom-მა გააუქმა ორი სამაუწყებლო ლიცენზია, ვინაიდან ორივე შემთხვევაში ადგილი ჰქონდა მაუწყებლის მხრიდან სიძულვილის ენის გაღვივებას და ხელშეწყობას“,- აცხადებენ Ofcom-ში.

სიძულვილის ენის გაღვივებისთვის ლიცენზია ტელეკომპანია „აუსაფზე“ (Ausaf TV) და რადიო „იმანზე“ (Iman FM), გაუუქმდათ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა