logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ევროპის აკადემიური ცენტრის დელეგაციის წევრებმა ევროპის უმაღლეს ორგანოებთან რუსეთის მცოცავი ოკუპაცია გააპროტესტეს
ევროპის აკადემიური ცენტრის დელეგაციის წევრებმა ევროპის უმაღლეს ორგანოებთან რუსეთის მცოცავი ოკუპაცია გააპროტესტეს
15:09 17.12.2019
ევროპის აკადემიური ცენტრის ქართულმა დელეგაციამ, რომელიც საფრანგეთსა და გერმანიაში კულტურულ-საგანმანათლებლო ვიზიტით იმყოფებოდა, სტრასბურგში მდებარე ევროპის უმაღლეს ორგანოებთან რუსეთის მცოცავი ოკუპაცია გაპორტესტა. დელეგაციის წევრებმა ლოზუნგით "რუსეთი ოკუპანტია" გამართეს აქცია-პერფორმანსი და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპირებასთან ერთად, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანანო პატიმრობაში ყოფნა გააპროტესტეს.
"ყველანი ქართულ საქმეს ვაკეთებთ!
ევროპული ცენტრის მიერ ორგანიზებული რიგით მე-20 ვიზიტი სტრასბურგში - რუსეთის მცოცავი ოკუპაციის შეჩერებასა და ქართველი ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის განთავისუფლებას მიეძღვნა.
კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში ჯგუფის წევრებმა როგორც სტრასბურგის ოფიციალურ უწყებებში, ასევე საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ოფიციალური მიმართვების გარდა, ქართული სიმღერით მიიქციეს ყურადღება და მრავალი უცხოელის მხარდამჭერი ოვაციებიც მიიღეს," - განაცხადა ევროპის აკადემიური ცენტრის ხელმძღვანელმა ეთერ სანაიამ.
დელეგაციის წევრები სტრასბურგში კულტურულ-საგანმანათლებლო ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართეს ევროპის უმაღლეს ორგანოებში.
მათ შორის შეხვედრა შედგა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლე ლადო ჭანტურიასთან.
ასევე ევროსაბჭოში ევროპის აკადემიური ცენტრის დელეგაცია შეხვდა ევროპის საბჭოს "კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლ სახელმწიფოთა ჯგუფის (GRECO) ქართველ წარმომადგენელს - ბატონ დავით დოლიძეს.
რაც შეეხება ევროპარლამენტში ვიზიტს, დელეგატები გაეცნენ პარლამენტის მუშაობის სპეციფიკას, მის სტრუქტურას, პარლამენტის მუშაობის პროცედურულ ნორმებსა და, რაც ყველაზე მთავარია, სიღრმისეულად გაიაზრეს ევროპის პარლამენტის როლისა და მნიშვნელობის საკითხი.
აქვე აღსანიშნავია რომ ევროპული ცენტრის მიერ ორგანიზებული რიგით მე-20 ვიზიტი სტასბურგში, დაემთხვა საქართველოს ევროსაბჭოში გაწევრიანების 20 წლის იუბილესა და საქართველოს, როგორც ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყნად დანიშვნას.
ევროპის აკადემიური ცენტრი სტრასბურგში მდებარე უმაღლეს ორგანოებში ვიზიტებს წელიწადში რამდენჯერმე ახორციელებს. ვიზიტის მიზანია, დელეგატებს მიეცეთ საშუალება უფრო ახლოს გაიცნონ ევროპული სისტემა, რაც ხელს უწყობს საზოგადოების ევროპასთან ინტეგრაციას. ვიზიტებში მონაწილეობა შეუძლია ყველა დაინტერესებულ პირს, როგორც პრაქტიკოს პროფესიონალებს, ისე სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებს.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა