ლუიზიანას შტატში ტროპიკული ქარიშხლის „აიზეკის“ გამო საგანგებო მდგომარეობა შენარჩუნებულია, რის შესხებაც განკარგულება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ გასცა.
BBC-ის ინფორმაციით, შესაძლოა, ქარიშხალმა ახალ ორლეანს დღეს ღამით მიაღწიოს. თითქმის 7 წლის წინ, აღნიშნულ ტერიტორიას ქარიშხალმა „კატრინამ“ გადაუარა.
„აიზეკმა“ ჰაიტისა და დომინიკის რესპუბლიკაში 24 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
ქარიშხლის საშიშროება კარიბის კუნძულებიდან უფრო ძლიერდება.
გუშინ, გვიან საღამოს, ამერიკის ეროვნული ქარიშხლის ცენტრის თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ „აიზეკი“ მეორე კატეგორიის ქარიშხლის თვისებებს შეიძენდა და საათში 160 კილომეტრის სიჩქარეს მიაღწევდა. აღნიშნული სიჩქარე კი, „აიზეკის“ პირველი კატეგორიის ქარიშხლად გარდაქმნის საშიშროებას ქმნის.
პრეზიდენტმა ობამამ განაცხადა, რომ ლუიზიანას შტატის მოსახლეობის დასახმარებლად სახელმწიფო ფონდიდან სახსრები გამოიყოფა.
ლუიზიანას, მისისიპისა და ალაბამას შტატების ადგილობრივმა მთავრობებმა უსაფრთხოებისთვის შესაბამისი ზომები უკვე მიიღეს.

















