„თალიბებმა“ ავღნეთის სამხრეთით 17 ადამიანს თავი მოჰკვეთეს.
როგორც „ბი-ბი-სი“ იუწყება, გილმენდის პროვინციის ერთ-ერთ სოფელში გზაზე ნაპოვნია 15 მამაკაცისა და 2 ქალის ცხედრები.
ადგილობრივი ხელმძღვანელობის ინფორმაციით, თავდასხმა იმ დროს მოხდა, როდესაც მამაკაცები და ქალები ერთად მუსიკის მოსასმენად და საცეკვაოდ შეიკრიბნენ, რასაც „თალიბანი“ კრძალავს.
ადგილობრივების მონაცემებით, ტერიტორიას, სადაც მამაკაცები და ქალები გასართობად შეიკრიბნენ, „თალიბები“ აკონტროლებენ.

















