იაპონიაში ატომურ ელექტროსადგურზე „ფუქუსიმა-1“-ზე მომხდარი ავარიის გამო, ფუკუსიმას პრეფექტურაში რადიაქტიური ელემენტების შემცველობაზე ბრინჯის მოსავლის შემოწმება დაიწყეს.
შემოწმება იმის გამო დაიწყო, რომ მოსახლეობას ავარიის შედეგების და რადიაციული დაბინძურების შიში აქვს.
იაპონური მედიის ცნობით, თითო ტომარა ბრინჯის შემოწმებაზე 10 წამი იხარჯება.
მოსალოდნელია, რომ წელს ბრინჯის მოსავალი ფუკუსიმას პრეფექტურაში 360 ათას ტონას მიაღწევს. სულ მოსავალი 12 მლნ ტომარაში განაწილდება.
პრეფექტურის ხელმძღვანელობა იმედს გამოთქვამს, რომ ადგილობრივი ბრინჯი მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიყიდება.
ატომურ ელექტროსადგურზე ავარია და ავარიის შედეგად რადიაციის გაჟონვა სადგურიდან 2011 წლის მარტში ძლიერი მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად მოხდა.

















