ცნობილი ამერიკელი ასტრონავტი, ადამიანი, რომელმაც პირველმა დაადგა ფეხი მთვარის ზედაპირზე, ნილ არმსტრონგი 83 ასაკში, გუშინ გარდაიცვალა.
უცხოური მედიის ცნობით, არმსტრონგი კორონალურ არტერიაზე აგვისტროს დასაწყისში ჩატარებული ოპერციის შემდგომი გართულების შედეგად გარდაიცვალა.
არმსტრონგი 1969 წლის ივლისში მთვარეზე განხორციელებულ პირველ მისიას „აპოლო 11“ -ს ხელმძღვანელობდა.
„აპოლო 11“-მა კენედის კოსმოსური ცენტრი 16 ილისს დატოვა და 4 დღეში, 20 ივლისს მთვარის ზედაპირზე, ე.წ „წყნარ ზღვაზე“ დაეშვა.
ნილ არმსტრონგი მთვარეზე დასაშვები კაფსულიდან „არწივი“ 21 ივლისს გავიდა ღია კოსმოსში და მთვარეზე დადგა. მისი ცნობილი ფრაზაა - „ეს პატარა ნაბიჯი ადამიანისთვის, არის დიდი ნახტომი კაცობრიობისთვის.“
15 წუთის შემდეგ მას ხომალდის პილოტი ედვინ (ბაზ) ოლდრინი შეუერთდა და მათ ერთად აღმართეს მთვარეზე აშშ-ს სახელმწიფო დროშა.
არმსტრონგმა მთვარეზე 2 საათი და 31 წუთი გაატარა. ეკიპაჟი დედამიწაზე 24 ივლისს დაბრუნდა.
ნილ არმსტრონგს აქვს აერონავტიკის ბაკალავრის და აეროკოსმოსური კვლევების მაგისტრის ხარისხი. ცინცინატის უნივერსიტეტში ის აეროკოსმოსური კვლევების პროფესორი იყო. მსახურობდა საზღვაო ავიაცაში და კორეის ომში განახორციელი აქვს 78 საბრძოლო გაფრენა, როდესაც მას ჰკითხეს, როგორ გრძნობდა ის თავს, როდესაც მთვარის ზედაპირზე დაადგა ფეხი, მან უპასუხა „ძალიან, ძალიან პატარად“.

















