იაპონიის ოკინავას კუნძულს ტაიფუნი უახლოვდება.
უცხოური მედიის ინფორმაციით, ტაიფუნი „ბოლავენი“ აზიის რეგიონში მიმდინარე წელს უკვე მე-15-ეა.
ადგილობრივმა მთავრობამ მოსახლოება აუცილებელი ზომების შესახებ გააფრთხილა.
ქარიშხლს დღეს საღამოს ელოდებიან. მან უკვე დააზარალა ჩინეთის ნაწილი.
სინოპტიკოსების პროგნოზით, „ბოლავენი“ შესაძლოა, ყველაზე დიდი ტაიფუნი აღმოჩნდეს ბოლო 50 წელიწადში. ქარის სიჩქარე, სავარაუდოდ, საათში 250 კმ-ს გადააჭარბებს.

















