იემენის სადაზვერვო სამსახურის შენობაზე თავდასხმის შედეგად 14 ჯარისკაცი დაიღუპა და 7 დაიჭრა.
“Cnn“-ის ინფორმაციით, მოიერიშეები პიკაპის ტიპის ავტომანქანით
შენობის შტურმით აღებას ცდილობდნენ.
ოფიციალური სტრუქტურების განცხადებით, შტაბს სამი სხვადასხვა მხრიდან დაესხნენ თავს.
ისინი შეტაკებაში ალ-ქაიდას დაჯგუფების წევრებს ადანაშაულებენ.
ადგილობრივი მედიის ცნობით, მოიერიშეებმა თავდასხმისთვის შესაფერისი დრო კარგად შეარჩიეს, რადგან იემენში შვებულებების პერიოდია. შესაბამისად თავდამსხმელები ელოდნენ, რომ ჯარისკაცები ნაკლებად მომზადებულნი დახვდებოდნენ.
თავდასხმაზე ოფიციალური პასუხისმგებლობა ამ დრომდე არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.

















