გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს მონაცემებით, სირიაში კონფლიქტის გაძლიერების შემდეგ 200 000 მოქალაქე მეზობელ ქვეყნებში გადავიდა.
“Bbc”-ის ინფორმაციით, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი აცხადებს, რომ წლის ბოლომდე სავარაუდოდ, აღნიშნული ციფრი კიდევ 185 000-ით გაიზრდება.
გასულ კვირას სირიიდან დაახლოებით 30 000 მოქალაქე თურქეთში, ირანში, ლიბანსა და იორდანიაში გადავიდა.
ამასთან, აქტივისტების თქმით, სირიის არმიის ტანკებმა დამასკოს გარეუბნის - დარაას ცენტრს მიაღწიეს. შეტაკების შედეგად დაახლოებით 20 ადამიანი დაიღუპა.
აქტივისტების განცხადებით, განხორციელებული შეტევა ხელისუფლების სამხედრო კამპანიის ნაწილია, რომელიც დედაქალაქიდან დაშორებულ ტერიტორიებზე კონტროლის აღდგენას გულისხმობს.

















