თემაზე "თურქეთის სამხრეთ კავკასიური გეგმები: სამთავრობო და არასამთავრობო სექტორების როლი" სასტუმრო "თბილისი მარიოტში" კონფერეცია მიმდინარეობს.
იგი ევრაზიის თანამშრომლობის ფონდისა და თურქეთის ეკონომიკისა და სოციალური სწავლების ფონდის ეგიდით იმართება.
კონფერენციაზე სამხრეთ კავკასიის რეგიონში მოვლენათა მოსალოდნელი განვითარების საკითხებს განიხილავენ. ასევე, გააანალიზდება პოტენციური რისკები.
კონფერენციაში სამხრეთ კავკასიიდან ამ საკითხით დაინტერსებული სხვადასხვა ჯგუფები მონაწილეობენ. შეხვედრაზე რეკომენდაციათა დოკუმენტი შემუშავდება, რომელიც თურქეთსა და სამხრეთ კავკასიაში გავრცელდება.

















