ოსლოს საოლქო სასამართლომ ანდრეს ბრეივიკს 21 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრეივიკს 21 წლიანი
პატიმრობის პერიოდში დააკვირდებიან და პატიმრობის ვადის ამოწურვის შემდეგ თუ ჩაითვლება, რომ ის საზოგადოებისთვის კვლავ საშიშია, მას დამატებით, 5 წლით პატიმრობას გაუგრძელებენ.
ბრალდებულის დამცველების განცხადებით, ბრეივიკი სასამართლოს განაჩენის გასაჩივრებას მხოლოდ შეურაცხადად ცნობის შემთხვევაში აპირებდა.
ბრეივიკის სასამართლო პროცესი ადგილობრივი ტელევიზიებით პირდაპირ ერთერში გადაიცემოდა.
ამასთან, ნორვეგიის იუსტიციის სამინისტროს ინფორმაცით, დაკავებულს განსაკუთრებული რეჟიმის ციხეში მოათავსებენ.
2011 წლის 22 ივლისს, ანდრეს ბრეივიკმა პირველი ტერაქტი ოსლოში სამთავრობო რაიონში განახორციელა, ხოლო მეორე ტერაქტი - საათნახევრის შემდეგ, კუნძულ უტოიაზე განლაგებულ ახალგაზრდულ ბანაკში, სადაც საქართველოს ორი მოქალაქე იმყოფებოდა. ორივე ტერაქტისას 77 ადამიანი დაიღუპა, აქედან 69 კუნძულ უტოიაზე, მათ შორის იყო ქართველი თამთა ლიპარტელიანი.

















