სირიის დედაქალაქ დამასკოში ოპოზიციასა და პრეზიდენტ ბაშარ ასადის არმიის დანაყოფებს შორის შეიარაღებული შეტაკებები მიმდინარეობს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დედაქალის სამხრეთ-დასავლეთში დარიაკის დასახლებაში გამაგრებულ ოპოზიციაზე სირიის არმიამ იერიში არტილერიის გამოყენებით დღეს კიდევ ერთხელ მიიტანა.
საბრძოლო მოქმედებების შედეგად დაიღუპა 15 და დაიჭრა 100-ზე მეტი ადამიანი.
არსებული ინფორმაციით, სირიის არმიის ჯარისკაცები აჯანყებულებს დარიაკის დასახლებაში მცხოვრებთა სახლებშიც ეძებენ.
სირიაში წელიწადნახევარია სამთავრობო ჯარებსა და შეიარაღებულ ოპოზიციას შორის შეტაკებები მიმდინარეობს.

















