სიეტლში მცხოვრებ 31 წლის ანტონ კალუორს, რომელმაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ბარაკ ობამას ელექტრონული
ფოსტით მუქარის წერილი გაუგზავნა, 25 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აშშ-ს საიდუმლო სამსახურმა და პოლიციამ მამაკაცი დააკავეს, რომელმაც ბარაკ ობამას ელექტრონული ფოსტით მუქარის წერილი გაუგზავნა. წერილში შემდეგი სიტყვები ეწერა - „მე მოვკლავ პრეზიდენტს! მოდით და დამაკავეთ, ამისთვის გაძლევთ 7 დღეს“.
ანტონ კალუორს დაკავება მის საკუთარ ბინაში მოხდა, ეჭვმიტანილი შეიარაღებული იყო.
2009 წელს ამერიკელმა სამართალდამცავებმა 42 წლის სტივენ ჯოზეფ კრისტოფერი დააკავეს, რომელიც ბარაკ ომბამას ლიკვიდაციით ასევე ინტერნეტის საშუალებით ემუქრებოდა.

















