კიევის „ბორისპოლის“ საერთაშორისო აეროპორტის ტერმინალ F-დან მგზავრებისა და თანამშრომლების ევაკუაცია
მიმდინარეობს, იუწყება „რია ნოვოსტი“.
მგზავრებისა და პესრონალის სასწრაფო ევაკუაციის დაწყების შესახებ ტერმინალში გამოაცხადეს. მათ ავტობუსებში ათავსებენ და აეროპორტის ტერიტორიიდან გაჰყავთ.
უახლოესი 2 საათის განმავლობაში, ყველა რეისი გაუქმდა.
„ბორისპოლის“ ადმინისტრაციას ამ დრომდე არ გაუკეთებია განცხადება რასთან არის დაკავშირებული აეროპორტში შექმნილი საგანგებო მდგომარეობა.

















