ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი მარტინოვი თანამდებობიდან გაათავისუფლა. ამის შესახებ ინფორმაციას
ბელორუსის პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.
ლუკაშენკომ მარტინოვის გათავისუფლებასთან დაკავშირებით, ბრძანებას დღეს მოაწერა ხელი, რომლის ოფიციალურ მიზეზად „სხვა სამსახურში გადაყვანა“ დასახელდა.
დღესვე, ბელორუსის პრეზიდენტმა საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვლადიმერ მაკეია დანიშნა.

















