ხარკოვის საკრებულომ მიუხედავად საპროტესტო აქციებისა, რუსულ ენას რეგიონალური ენის სტატუსი მიანიჭა. ამის შესახებ ინფორმაციას „ინტერფაქსი“ ავრცელებს.
სააგენტოს ინფორმაციით, ხარკოვის საკრებულოში კანონის მიღებას მხარი 76 დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო ოპოზიციამ პროტესტის ნიშნად კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.
რუსული ენისთვის რეგიონალური ენის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, კანონის მიღება საკრებულოთან აქციების ფონზე მიმდინარეობდა.
უკრაინის რადას მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, ქვეყნის იმ რეგიონებში, სადაც ეთნიკური რუსების 10% მაინც ცხოვრობს, რუსულ ენას რეგიონალური ენის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს.

















