გაეროს სპეციალური წარმომადგენელი სირიაში ლახდარ იბრაჰიმი სირიის ოპოზიციისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია „ალ ჯაზირა“ ავრცელებს.
სირიის ოპოზიციის აღშფოთება იბრაჰიმის განცხადებამ გამოიწვია, რომლის თანახმად, მისი მხრიდან სირიის პრეზიდენტის ბაშარ ასადის გადადგომასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება ნაადრევია. სწორედ ამ განცხადების გამო მოსთხოვა იბრაჰიმს ოპოზიციამ ბოდიშის მოხდა.
თუმცა, გაეროს სპეცწარმომადგენელი აცხადებს, რომ თუ ვინმემ ამ საკითხთან დაკავშირებით ბოდიში უნდა მოიხადოს, ეს პირველ რიგში ოპოზიციაა.
გაეროს სპეციალური წარმომადგენლის პოსტზე ლახდარ იბრაჰიმმა აგვისტოს დასაწყისში კოფი ანანი შეცვალა.
სირიაში წელიწადნახევარია სამთავრობო ჯარებსა და შეიარაღებულ ოპოზიციას შორის შეტაკებები მიმდინარეობს. გაერო-ს მონაცემებით, დაღუპულია 12 თასზე მეტი ადამიანი. სირიის ხელისუფლების განცხადებით, ოპოზიციასთან შეტაკებების შედეგად, 2 500-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე და სამართალდამცავია გარდაცვლილი.

















