ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირისა და ადამიანის უფლებათა დამცველმა ჯგუფებმა რუსული როკჯგუფის „ფუსი რაიოტის“ სამი წევრისთვის სასჯელის შეფარდების ფაქტი დაგმო.
Bbc-ის ცნობით, ჯგუფის წევრებს ხულიგნობისთვის 2 წელი მიესაჯათ.
აშშ-სა და ევროკავშირის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სასჯელი დანაშაულთან მიმართებაში არაპროპორციულია, Amnesty International კი წერს, რომ ჯგუფის წევრებს სასჯელი უნდა მოეხსნათ.
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წევრები მიიჩნევენ, რომ საპროტესტო აქცია მკრეხელობა და ღვთის გმობა იყო, მაგრამ ამავე დროს, დაპატიმრებული გოგონებისთვის გულმოწყალების გამოჩენას ითხოვენ.
ჯგუფის წევრებს განაჩენი მოსკოვში მოსამართლე მარინა სიროვამ გამოუტანა, რომელმაც 24 წლის მარია ალიოხინა, 22 წლის ნადეჟდა ტოლოკონიკოვა, და 29 წლის ეკატერინა სამუშევიჩი რელიგიური შუღლის მოტივირებისთვის დამნაშავეებად სცნო.
მოსამართლის აზრით, გოგონებმა საზოგადოებრივი წესრიგი უხეშად დაარღვიეს.
თავად ჯგუფის წევრების განცხადებით, მაცხოვრის სახელობის მართლმადიდებლურ ტაძარში მათი პროტესტი რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრის პუტინის წინააღდეგ იყო მიმართული, რომელიც ორი კვირის შემდეგ მესამე ვადით რუსეთის პრეზიდენტად აირჩიეს.
როკჯგუფის წევრები 3 მარტს დააკავეს.

















