გაეროს უშიშროების საბჭომ სირიაში საერთაშორისო დამკვირვებელთა მისიის დასრულების შესახებ განაცხადა.
„ბი-ბი-სის“ ცნობით, მისიის დასრულებისა
და დამკვირვებლების გამოყვანის შესახებ განცხადება გაერომ გუშინ გააკეთა.
საფრანგეთის ელჩმა გაეროში ჟერარ არომ განაცხადა, რომ მისიის გაგრძელების პირობები არ შესრულდა.
გაეროს უშიშროების საბჭოში დახურულ კონსულტაციებზე გუშინ სირიაში საერთაშორისო მისიის შემდგომ ბედზე მსჯელობდნენ. საერთაშორისო სამხედრო დამკვირვებელთა მისიის მანდატი სირიაში 19 აგვისტოს იწურება.
სირიაში კონფლიქტი 2011 წლის მარტიდან მიმდინარეობს. დამკვირვებლებმა ვერ მოახერხეს სირიაში სისხლისღვრის შეჩერება.
დასავლეთი და არაბული სახელმწიფოების ნაწილი პრეზიდენტ ასადის წასვლის მომხრეა, ხოლო რუსეთი და ჩინეთი გარედან კონფლიქტში ჩარევის წინააღმდეგ გამოდიან.

















