სამხრეთ აფრიკის პლატინის მაღაროს ამბოხებული მუშებისა და პოლიციის შეტაკებისას, რომელმაც მრავალათასიანი ხალხის მასას გაუხსნა ცეცხლი, 30-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. იუწყება „ბი-ბი-სი“.
თვითმხილველთა განცხადებით, პოლიციამ ცრემლსადენი გაზის დახმარებით სცადა ამბოხებული ხალხის დაშლა, რომელთაგან ბევრი მაჩეტებითა და ხელკეტებით იყო შეიარაღებული.
იოჰანესბურგიდან ჩრდილო-დასავლეთით 100 კმ-ში მდებარე ლონმინის მაღაროს მუშები ხელფასის მომატებას ითხოვდნენ.
გასულ კვირას შეტაკებების შედეგად 10 კაცი დაიღუპა, მათ შორის, 2 პოლიციელი.

















