ოხოტის ზღვაში დღეს ძლიერი მიწისძვრა მოხდა, რის გამოც კამჩატკაზე დილიდან ცუნამის საფრთხე იყო გამოცხადებული, ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ იუწყება.
იაპონიისა და აშშ-ს გეოფიზიკისა და გეოლოგიური სამსახურების ცნობით, მიწისძვრის სიმძლავრემ 7,3 მაგნიტუდა შეადგინა, ხოლო რუსეთის გეოფიზიკის სამსახურის კამჩატკის ფილიალის მონაცემებით, მიწისძვრის სიმძლავრე 7,5 მაგნიტუდა იყო.
მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი ზღვაში 582 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.
ცუნამის საფრთხის განგაში, მისი გამოცხადებიდან რამდენიმე წუთში მოიხსნა.
მიწისძვრას კამჩატკის მხარეში ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია.
ბიძგები სახალინის მოსახლეობამაც იგრძნო. სუსტი ბიძგები ასევე ნოვოსიბირსკშიც დაფიქსირდა.

















